"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე"

Tbilisi Daily

დღეს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ის ხუთი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ­ლებ­საც გო­გო­ნა, დრო­დად­რო აკე­თებ­და. AMBEBI.GE ემო­ცი­უ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლის დე­ტა­ლებს გთა­ვა­ზობთ. აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ებ­ში თა­მა­რის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის მცდე­ლო­ბა ჩანს. ის უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით, თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით, სწავ­ლით, სამ­სა­ხუ­რით და მიღ­წე­ვე­ბით. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, სა­დაც თა­მა­რი უმ­თავ­რე­სად მე­ო­რე პირ­ში სა­უბ­რობს, ხში­რად ის­მის შე­ძა­ხი­ლი, გამ­ხნე­ვე­ბა და მო­წო­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რენ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მო­ნო­ლო­გია ჩა­წე­რი­ლი:"თა­მარ, შენ ეს შე­გიძ­ლია, შენ უკე­თე­სი უნდა გახ­დე და გა­მოს­წორ­დე. შენ უნდა გა­მოს­წორ­დე, მხო­ლოდ შენ ხარ შენი თა­ვის პატ­რო­ნი, სხვა პატ­რო­ნი არ გყავს. სა­მუ­და­მოდ გინ­და დარ­ჩე ფო­ნი­ჭა­ლა­ში, 27კვ.მ ბი­ნა­ში სამ ოჯა­ხის წევრთან ერ­თად, იყო გა­მო­უ­სა­დე­გა­რი და მო­სა­წყე­ნი ადა­მი­ა­ნი? 2012 წელს რაც ვერ შე­ძე­ლი... ისიც კი ვერ შე­ძე­ლი, სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბა...ახლა, რო­გორც გინ­და, შე­ი­თავ­სე სწავ­ლა, შრო­მა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შენ უნდა გან­ვი­თარ­დე, ყვე­ლას უნდა და­უმ­ტკი­ცო, რომ მათ­ზე უკე­თე­სი ხარ, ბევ­რი უნდა იმუ­შაო თავ­ზე, შე­დეგ­თან უნდა მიხ­ვი­დე, სხვა­ნა­ი­რად ტე­ხავს". ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში თა­მა­რი წა­რუ­მა­ტე­ბელ სე­მესტრზე ლა­პა­რა­კობს და ამის გამო სა­კუ­თარ თავს ტუქ­სავს: "ვე­რა­ფერს ვერ­სად მი­აღ­წიე, პი­როვ­ნუ­ლად ვერ გან­ვი­თარ­დი, არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა ჩემ­თვის, ვერ მი­ვი­ღე შე­დე­გი, რაც მარ­ტო ჩემი ბრა­ლია. ადრე რთულ მო­მენ­ტებს ტი­რი­ლით გად­მოვ­ცემ­დი, ახლა ვე­ღარ ვტი­რი. არ ვიცი, კაია, თუ ცუდი, მაგ­რამ უფრო მძი­მედ ვგრძნობ თავს. არა­ნა­ი­რი გეგ­მის და­წყო­ბას ცხოვ­რე­ბა­ში აზრი არ აქვს. რა უნდა ცხოვ­რე­ბას ჩემ­გან?! 2012 წლის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რე, გეგ­მე­ბი და­ვა­წყე, შე­იძ­ლე­ბო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სუს­ტი ვარ, რე­ა­ლუ­რად". შემ­დეგ ჩა­ნა­წერ­ში გო­გო­ნა სამ­სა­ხურ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს და მო­უ­წო­დებს თავს, რომ ის­წავ­ლოს, გან­ვი­თარ­დეს, მერე და­ტო­ვოს ის და მო­ძებ­ნოს ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი. ახ­სე­ნებს უნი­ვერ­სი­ტეტ­საც და წა­რუ­მა­ტე­ბელ გა­მოც­დებს. "არ ვიცი, რისი ბრა­ლია, მაგ­რამ ვერც ერთი სა­გა­ნი ვერ ჩა­ვა­ბა­რე, რა­ტომ მო­გი­ვი­და ეს? ყვე­ლა­ფერს ცდი­ლობ­დი, მაგ­რამ შე­დე­გი არ არის. ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ა­კე­თე, გეს­მის? ახ­ლა­ვე შე­მეძ­ლო სა­ი­ქი­ო­ში გამ­გზავ­რე­ბა, თავს მო­ვიკ­ლავ­დი... რას მი­ვაღ­წიე? ნი­ჭი­ე­რი არ ვარ, ლა­მა­ზი არ ვარ, ჭკვი­ა­ნი არ ვარ, კე­თი­ლი არ ვარ. არა­ფე­რი შენ არ შე­გიძ­ლია და ვა­ღი­ა­როთ, რომ ძა­ლი­ან სუს­ტი აღ­მოჩ­ნდი, და­კარ­გე შან­სი პა­რიზ­ში წას­ვლის, კარ­გავ დიპ­ლომს, ალ­ბათ ჩარ­ჩე­ბი კურ­სზე და ერთი სრუ­ლი წელი მო­გე­მა­ტე­ბა".... ხუთი ვი­დე­ო­დან ორში შავ ფონს გას­დევს მხო­ლოდ გო­გო­ნას ხმა და ტი­რი­ლით მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურს, თა­ნამ­შრომ­ლებს, მე­ნე­ჯერ ნიკა გე­ჯა­ძე­სა და უი­მე­დო სიყ­ვა­რულს შე­ე­ხე­ბა. გო­გო­ნა თავს საყ­ვე­დუ­რობს, რომ არ უნდა მი­ე­ცა თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა ნი­კა­ზე ეფიქ­რა, რომ­ლის­თვი­საც ის მხო­ლოდ რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სხვა არა­ფე­რი, რომ მას სხვა აინ­ტე­რე­სებს, სხვა მოს­წონს და თავს აი­ძუ­ლებს მას­ზე აღარ იფიქ­როს. ვი­დე­ო­ში თა­მა­რი ახ­სნე­ბეს თა­ნამ­შრო­მელ ნი­ნი­საც და თავს საყ­ვე­დუ­რობს, რომ ტყუ­ი­ლად გა­უჩ­ნდა დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და­კარ­გეს ორი­ვემ, მარ­ტო­ო­ბა ცუ­დია, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. გო­გო­ნა ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებს სა­კუ­თარ თავს: "ან უნდა მოკ­ვდე, ან ნორ­მა­ლუ­რად გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ასე აღარ შე­იძ­ლე­ბა. არ და­უშ­ვა ასე გა­ი­ფუ­ჭო ნერ­ვე­ბი, შენს შვი­ლებს ნორ­მა­ლუ­რი დედა უნდა ჰყავ­დეთ. 22 წლი­სას თუ არა­ვინ მყავს, არ ნიშ­ნავს, რომ აღარ მე­ყო­ლე­ბა ვინ­მე, გთხოვ, ნუ იფუ­ჭებ ნერ­ვებს! ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია!” მე­ხუ­თე ვი­დე­ო­ში თა­მა­რი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს უთ­მობს: "ისიც კი ვიცი, თავი რო­გორ მო­ვიკ­ლა, მაგ­რამ არ მინ­და ასე­თი ტკი­ვი­ლის­თვის გა­ვი­მე­ტო დედა, მამა და გია. მე­ცო­დე­ბი­ან, რომ მოვ­ლენ და ტყე­ში მკვდარს მნა­ხა­ვენ, ამი­ტომ არ ვიკ­ლავ თავს. არც ტკი­ვი­ლის მე­ში­ნია, არც არაფ­რის, აღარ შე­მიძ­ლია ასე გაგ­რძე­ლე­ბა, აღარ მინ­და სი­ცო­ცხლე. ჩემს მშობ­ლებს რა ვუყო, რო­გორ გა­ვუმ­წა­რო ცხოვ­რე­ბა? შვე­ბა იქ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი. რო­გორ მინ­და, რო­გორ! მა­პა­ტი­ეთ, თუ ვერ გა­ვუძ­ლებ და თავს მო­ვიკ­ლავ, მა­პა­ტი­ეთ. იცო­დეთ, სხვა გზა არ მქონ­და და გა­და­ი­ტანთ რო­გორ­მე”.