სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 685-მა მოქალაქემ თვითიზოლაცია დაასრულა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140881 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საერთო ჯამში საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის გამო 141 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა ისაუბრა. როგორც ნინო ვიბლიანი აცხადებს, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 68 პირია. რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 55 პირი, თვითიზოლაცია ​კი დაასრულა 685-მა ადამიანმა. "ამ დროისთვის ჩვენს რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა ისინი მკურნალობას აგრძელებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის გვყავს 68 პირი. ჩვენს რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია - 55 პირი; თვითიზოლაცია დაასრულა - 685 მოქალაქემ. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სოფლებში, პროცესი უკვე დავასრულეთ ზედაეწერში, ამჟამად ხდება ინგირსა და შამგონაში“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.