მსოფლიო ჩემპიონი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ტყვიის სროლაში სერბი მსოფლიო ჩემპიონი ბობანა ველიკოვიჩ-მომცილოვიჩი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბობანას მშობიარობიდან რამდენიმე დღეში ინფექციური დაავადება განუვითარდა, რისი მკურნალობაც ვერ მოხერხდა და დაიღუპა. მას ახალშობილი დარჩა. ბობანა ველიკოვიჩ-მომცილოვიჩი მსოფლიო ჩემპიონი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში 2014 წელს გახდა.