სიღნაღში, შშმ პირთა თავშესაფარში ბენეფიციარი გარდაიცვალა
Pirveliradio Ge
სიღნაღში, სოფელ ქედელში შშმ პირთა თავშესაფარში ბენეფიციარი გარდაიცვალა. თავშესაფარის მენეჯერის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
22 წლის ახალგაზრდა, შეუძლოდ ხორციანი საკვების მიღების დროს გახდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მანამდე კი მის გადარჩენას შენობაში მყოფი პირები ცდილობდნენ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.