შს მინისტრი ბადრი ესებუაზე: სახუმაროსავით გახდა თემა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტან გომელაურმა მედიას უთხრა, რომ კვლავ გრძელდება ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას ძებნა.
"ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა. არაერთხელ ავხსენი და ცოტა სახუმაროსავით გახდა თემა, სახუმარო არ არის თემა, ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არის ადამიანი, რომელსაც 20 წელი ვეძებდით. შარშან დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. ყველას უნდოდა მისი დაკავება, ბატონ მერაბიშვილს და მის გუნდს, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ჩვეულებრივი ნორმალური თემაა. ისე ნუ უყურებთ, თითქოს ეს კატასტროფაა" - თქვა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მან ასევე დადებითად შეაფასა ის, რომ ბადრი ესებუას ბანკზე თავდასხმისას სისხლი არ დაიღვარა და თქვა, რომ შესაძლოა, ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაც ჰქონდეს დატოვებული.
ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის თემა გააქტიურა მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს, ქუთაისში მდებარე საქართველოს ბანკს დაესხა თავს შეიარაღებული თავდამსხმელი და მძევლად 12 ადამიანი აიყვანა.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ის, რომ ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა დაკავებისას მიიღო დაზიანებები სხეულზე, რაც მისი განიარაღებისას ძირს დავარდნით იყო გამოწვეული.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32053909.html
Source: radiotavisupleba.ge