3 უკბილო ლექსი გამოაქვეყნა, მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში - ელისაშვილი ლადო კახაძეზე
Pirveliradio Ge
3 უკბილო ლექსი გამოაქვეყნა, მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში - ასე აფასებს პალიტრა ნიუსის ეთერში მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს, ლადო კახაძეს პარტია მოქალაქის ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
"დეპუტატი ვარდის კოკორივით კი არ უნდა იჯდეს და ხმას არ იღებდეს საერთოდ, როგორი მაჟორიტარებიც გვყავს ძირითადად, არამედ... აი, ახლა მთაწმინდელებს მინდა ვკითხო: შარშან რომ აირჩიეთ ლადო კახაძე, გამოგადგათ რამეში? რამე ხეირი მაგ კაცისგან არის? 3 ლექსი გამოაქვეყნა, უკბილო, მთელი ერთი წლის, წელიწადნახევრის განმავლობაში. რამე სარგებელი მიიღეთ? ვისა გაგიჭირდათ მთაწმინდაზე მიხვედით და დაგეხმარათ?" - განაცხადა ელისაშვილმა.