თეთრპერანგიანი "კაწრო" არ არის, ვინცაა, იდენტიფიცრებულია და შსს-შია - ბილანიშვილის ადვოკატი

Pirveliradio Ge

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, ხოლო ის, ვინც რეალურად კადრებში ჩანს, იდენტიფიცირებულია და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროშია. "მე ვარ მოწმის ადვოკატი, მე ვინ ჩამახედებს საქმეში. ჩემთვის უცნობია, იყო თუ არა ის გამოკითხული. მოიყვანეს და მე ჩავთვალე, რომ ეს ასეა. ისიც არაფერ შუაშია, მე როგორც ვიცი. ის ადამიანი არის კაწრო მეორე", - თქვა ადვოკატმა ბილანიშვილის გამოკითხვის დასრულების შემდეგ. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147000