მთლიანად ვეთანხმები: მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი ამ სიტყვების ქვეშ აქვეყნებს გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებას, ეგრეთ წოდებულ განმარტებას, რომელშიც იგი ამბობს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს. გრიგოლ ვაშაძის აღნიშნულ განმარტებას წინ უძღვოდა განცხადება, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30940497.html #ახალი_ამბები #twitter