იაკობ ხუცესი ( გიორგი ჯავახიშვილი)
-ბებია მანდა არს ?
ვითარცა ესმა ყოველივე მგელს, ზაკუვით იტყოდეს : სასახლის კარსა ზედა ურდული ჩამოსწიე.
და ეცა ვითარცა კრავს მგელი წითელსქუდას , გუემა და დასცა ვითუარცა მკვდარი მუცელსა ზედა.
სასახლიდამ ას ნაბიჯსა სპარსი მჭრელი მოდიოდეს და გულში ფიქრობდეს : წითელქუდას ბუნებაი იწრო არს..
ნოდარ დუმბაძე :
- მე ვხედავ მზეს, შენ გხედავ ბებია და მგელს ვხედავ კიდევ.
- სად ხედავ ხატია მგელს? - გაუჯავრდა ბებია.
- აგერ - თქვა ხატიამ და ქვედა ტუჩი აუკანკალდა. მგელი კი მოდიოდა, მოდიოდა და მოჰქონდა ბოლომდე დაღებული წითელი ხახა...
მიხეილ ჯავახიშვილი:
"ერთი წუთის შემდეგ ურემი ოდნავ შეინძრა. ისედაც ბნელ ფარდულში მუქი ჩრდილი ჩამოწვა. იმავე დროს წითელქუდამ თავის ფეხზე მგლის მძიმე თათი იგრძნო.
მგელი ურემზე ამოდიოდა.
- მგელო, რა გინდა?
- სუ შენი წირი მე, სუ! არ დაიყვირებდე...
- მგელო, სად მოხვალ?
- ცოტა იქით მიიწევდე. წითელქუდაჯან... საწყალ მგელს შეგცივდა... ცოტა გაგათბობდე მგელსა, გენაცვალოს იმის თავი.
წითელქუდამ წამოიწია:
- მაშ მე გადავალ ურმიდან.
გვიანღა იყო. მგელმა დაფეთებული წითელქუდა ისევ გულაღმა გადააქცია. მძიმე დათვივით დააწვა, ჩაჰბღუჭა და ჩაჰბუბნა.
- მხეცო, რას შვრები?! პირუტყვო!.. ვერაგო!.. ავაზაკო!..
მგელმა ერთი სიტყვის აზრიც ვერ გაიგო. წითელქუდას ნათლიმამა დინჯად სცდილობდა ნათლიდედის დამორჩილებას: დაუნდობლად სთელავდა, ხელ-ფეხს უმტვრევდა. თანაც არხეინად არიგებდა:
- კარგი, გენაცვალოს მგელი, კარგი!... აბა, რათ გინდებოდეს ჩხუბი? რა კნეინას საქმე ხარ ჩხუბი?.. აბა, აქ ვინ მოგეშველებოდეს?!... სუ, შენი წირი მე, სუ! გაჩუმდებოდეს, თორემა...
- მხეცო!... ჰარამზადავ! გამიშვი... მიშველეთ! მიშველე-ე-ეთ!-
მგელი ოდნავ განრისხდა.
- სუ! გაჩუმდებოდე მეთქი, თორემა დაგახრჩობდე!... სუ მეთქი! - და ერთი თათით წითელქუდას მთელი პირისახე დაუფარა და მისი ყელი და კისერი ჩაჰბღუჯა.
მგელმა იმძლავრა. "
მწერლები მწერლობა როგორ_დაწერდნენ_წითელქუდას