შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაწესდეს

0
თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 50-ს გადააჭარბებს, რეგულაციები შესაძლოა ისევ გამკაცრდეს. ამის შესახებ ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. "თავის დროზე რეგულაციებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ქვეყანა, ჯერჯერობით, გადაარჩინა. რეგულაციები იმ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს, თუ ქვეყანაში ვირუსის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა. თუ ინფიცირებულთა რიცხვი ორ -სამ ათეულს არ გასცდება, რეგულაციების დაწესება აუცილებელი არ იქნება. თუ ბევრი იქნება, ალბათ, რეგულაციები გამკაცრდება", - აღნიშნა ენდელაძემ. შეზღუდვები კორონავირუსი
tbilisidaily
0