ახალ ფილმში პრინცესა დაიანას როლს კრისტენ სტიუარტი შეასრულებს – სიახლეები

0

ჩილელი კინორეჟისორი Pablo Larraín პრინცესა დაიანაზე ფილმს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. სიახლე გუშინ გავრცელდა და უკვე მოიცვა წამყვანი მედია გამოცემები. ფილმს სპენსერი ერქმევა, პრინცესა დაიანას ქალიშვილობის გვარი. გადაღებები 2021 წელს დაიწყება და დაიანას წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებიდან იმ პერიოდს წარმოაჩენს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყიტა. ლედი დი პირველი სახელგანთქმული ქალი არ გახლავთ, ვისზეც Pablo Larraín ფილმს გადაიღებს. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია “Jackie”, 2016 წელს გამოსული ბიოგრაფიული დრამა ჯეკი კენედიზე, სადაც მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს.

ინგლისელი მსახიობი და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი, ემა უოთსონი ქერინგის გუნდს შეუერთდა. მოდის ცნობილმა კონგლომერატმა, რომელიც წამყვან ბრენდებს ფლობს, ემა მდგრადი განვითარების მმართველობის საბჭოს ერთ-ერთ დირექტორად აირჩია. უოთსონის და ქერინგს შორის ურთიერთობის გაღრმავება ბოლო რამდენიმე თვეა შეიმჩნევა. ინგლისელი მსახიობი,რომელმაც პოპულარობა ჰარი პოტერის სერიებში შესრულებული როლისთვის დაიმსახურა, ხშირად ჩნდება ქერინგის ბრენდების სამოსში. დეკემბერში, “Little Women” – ის პრემიერაზე, ემა ბალენსიაგას 2020 წლის გაზაფზული/ზაფხულის ლუქით გამოჩნდა. პრემიერის შემდეგ, მსახიობმა ბრენდს და მის შემოქმედებით დირექტორს, დემნა გვასალიას მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

კანიე უესტი სილამაზის ბიზნესში ერთვება. სელებრითების მიერ სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების შექმნის ტენდენციას არც კანიე ჩამორჩა. მუსიკოსი, ბიზნესმენი, ინფლუენსერი, კანიე თავისი ბრენდის, Yeezy -ს იმპერიის გაფართოებას „ბიუთი“ სეგმენტით გეგმავს. პროდუქტების ჩამონათვალში დამატენიანებლებთან, ტანის ლოსიონებთან და სახის ნიღბებთან ერთად, ჰიგიენიურ საშუალებებსაც იხილავთ. აღსანიშნავია, რომ ეს უესტის მხრიდან სილამაზის ბიზნესში ჩართვის პირველი მცდელობა არ არის. ჯერ კიდევ 2017 წელს, რეპერმა სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების ხაზი დაარეგისტრირა, რომელსაც დედამისის სახელი, “Donda” უწოდა. “Donda” – ს სახელის ქვეშ კანიეს პროდუქცია დღემდე არ გამოუშვია.

#მოდისსიახლეები
#პრინცესადაიანა
#კრისტენსტუარტი #ემაუოთ#ემა #კანი#კანიე #მოდა #დიზაინი
Tbilisi
#მოდა
0