რუსეთი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

0
რუსეთის ელჩი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირს უარყოფს. სერგეი ნაჩაევის თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა და ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, ბერლინის მხრიდან მოსკოვის წინააღმდეგ ნებისმიერი სანქცია კუ უპოასუხოდ არ დარჩება.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დღეს დაიბარეს. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.
0