ტყუილი შეგნებულად ვთქვი

0
"მხედრიონის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე შეგნებულად იცრუა. როგორც გუგეშაშვილმა გამაცხადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ტყუილის თქმა უწევდა, რომ თითქოს თავდასხმის დროს მისი შვილის მკვლელი ვერ დააფიქსირდა.   „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვერ დავინახეთქო. ეს იყო ჩემი ტაქტიკა, რადგან მკვლელისთვის ქვეყნის დატოვების საშუალება არ მიმეცა. ტყუილი შეგნებულად ვთქვი, სინამდვილეში მკვლელი დავინახე და ჩემი ძალებით ვეძებდი მას“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ დოდო გუგეშაშვილმა.   დღეს სასამართლო პროცესზე დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის ადვოკატებმა დაზარალებულის ჩვენების საქმიდან ამოღება მოითხოვეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ დოდო გუგეშაშვილმა გამოძიების ეტაპზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.
0