ჩემი შესანიშნავი მეგობარი

0
მოკლედ, ამ lockdown –ის ხანაში გადავწყვიტე, ხანდახან რაღაც "საყურებლებზე" რჩევები თაიმლაინზე დავპოსტო.ვერ ვიტყვი ამ სფეროში ბევრი ვიცითქო, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი მინახავს, და ხშირად ვურჩევ ხოლმე ხალხს რას უყურონ, ხოდა ბარემ აქვე დავწერ ხოლმე პატარა რივიუებს ისეთ, ძირითადად სერიალებზე, რომლებიც ნაკლებად ცნობილია ქართული რეალობისთვის, მაგრამ დაფასებას ნამდვილად იმსახურებს. ასე და ამგვარად, პირველი სერიალი, რომელიც მინდა გირჩიოთ (ახლახასნ ვუყურე და...) არის, HBO-ს და იტალიური არხის Rai–ს ერთობლივი ნამუშევარი my brilliant friend (L'amica geniale) სერიალი 2018 წელს გამოვიდა და ჯერ მხოლოდ ორი სეზონის ნახვა შეგვიძლია. სერიალი ეფუძვნება ელენა ფერანტეს( იატალიელი მწერალი) "ნეაპოლიტანურ კვატროლოგიას" ეს არის წიგნების ოთხ ნაწილიანი სერია, რომელიც ორი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. სერიალიც ფაქტობრივად სრულად მიყვება წიგნს და პირველი ორი სეზონიც სერიის პირველ ორ ნაწილს ეყრდნობა. შინაარსობრივად საკმაოდ ფართო სპექტრისთვის არის სერიალი გათვლილი. მოვლენების განვითარება 1950–იანი წლების ნეაპოლის ერთ–ერთ მუშათა დსახლებაში იწყება. იტალიური ყოფა ფაქტობრივად იდეალურად არის გაცოცხლებული სამოზობლოში არსებული ურთიერთობების პრეზენტირებით.ისტორია მთავარი პერსონაჟს ელენას პერსპექტივით არის მოთხრობილი. როგორც, იტალიას ჩვევია ამ პატარა და როგორც თავად უწოდებენ პლებეურ დასახლებაშიც არის ორი დაპირისპირებული კლანი, რომლებსაც დიდძალი ქონება კრიმინალური გზებით აქვთ ნაშოვნი და მთელი სამეზობლოც ხელში უჭირავთ, მაგრამ ამ სერიალში ეს არ არის მთავარი. შოუ ფაქტობრივად ეხება ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. დაწყებული გენდერული უთანასწორობიდან დამთავრებული ბევრად უფრო კლასიკური პრობლემით და ეს გახლავთ საზოგადოების მაღალ და დაბალ ფენებს შორის არსებული "ხიდჩატეხილობა". ეს უკანასკნელი საკითხი აშშ–შიც, ძალიან აწუხებთ ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ წელს ოსკარების მთავარი ჯილდო "პარაზიტმა" მოიპოვა. ამ ყველაფრის გარდა, სერიალი ტრადიციულ ცოტა ბრაზილიური საპნის ოპერების მსგავსი მომენტებითაც ანებივრებს მაყურებელს, მაგრამ ამ შემთხვევშიც საკმაოდ სიღმისეულად უდგება მოვლენებს და უბრალოდ არ გვაწვდის მათ. ერთ მხარეს გვყავს გოგონა, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა ესწავლა, მიეღო კარგი განათლება და აქვს ურთიერთობა წარჩინებულ საზოგადოებასთან (მაგრამ მათი მიმღებლობა ბოლომდე არა) და მეორე მხრივ მისი შესანიშნავი მეგობარი, რომელსაც უწევს ცხოვრების გაგრძელება გაუსაძლის ყოფაში, მუდმივ დამცირებასა და ძალადობაში. ბევრი რომ არაფერი ვთქვა, მხოლოდ მაქს რიხტერის გენიალური კომპოზიციების მოსასმენად ღირს ამ სერიალის დაწყება. ბევრი არაფერი მითქვამს, მაგრამ დამერწმუნეთ საკმაოდ კარგი სერიალია
#ხელოვნება
0