საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი კიდევ 343-მა პაციენტმა დაამარცხა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 12 პაციენტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის1,24 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის -1,49 პროცენტი.ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,72 პროცენტს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 700 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17 307, ხოლოპისიარტესტით- 9 393. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. კარანტინის რეჟიმშია 245, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 310 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 130 პირი.