ქართული კომპანიების აქციებმა ზრდა დაიწყო

Headline

რეკორდული ვარდნის შემდეგ, 10 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ფასმა ზრდა დაიწყო. ამ დროისთვის ყველაზე მკვეთრად - 8.42%-ით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციების ღირებულება გაიზარდა. TBC-ის აქციების ღირებულება ვაჭრობის გახსნიდან 3.3%-ით, BGEO-ს აქციების ფასი 1.63%-ით, CGEO-ს აქციების ფასი კი 1.79%-ით გაიზარდა. ზრდას მხოლოდ ქართული კომპანიის აქციები არ განიცდის, მზარდია მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსიც, FTSE 100 ვაჭრობის დაწყებიდან 2.2%-ით გაიზარდა. FTSE 250-ის ინდექსი კი 1.95%-ით არის გაზდრილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გლობალურმა საფინანსო ბაზარმა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მოერ. #news #business