სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ - გოცირიძე გახარიას

Pirveliradio Ge

პრემიერი ინტერპელაციის წესით პარლამენტში იმყოფება, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ კორონავირუსის საბრძოლველად ფონდში არსებულ თანხებზე დაუსვა პრემიერს კითხვა. „ერთი თეთრი არ დაგიხარჯავთ კორონავირუსის 130 მილიონიანი ფონდიდან. სადაა ივანიშვილის 100 მილიონი. არჩევნებისთვის ინახავთ. თქვით, რომ რეზერვებისთვის გვინდაო. სადაა 33 მილიონი, რომელიც ამ ფონდში ბიზნესმა შეიტანა. ხალხის სულს რაფას შიმშილისგან 133 მილიონი მუთაქაში გქონდეთ. თუ კვლავ გინდათ როგორც სტიქიის დრო 80 მილიონი უკან დაუბრუნოთ და საერთოდ არსებობს ეს 100 მილიონი?“, - განაცხადა გოცირიძემ. http://pirveliradio.ge/?newsid=144512