თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ფედერალურმა ბიურომ დეტალურად უნდა გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი და რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის განმავლობაში
Tbilisi Daily
ფედერალურმა ბიურომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის განმავლობაში, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და გასუფთავდა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა.
თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ავტომანქანის ექსპერტიზა FBI-ის სპეციალისტების ჩამოსვლამდე არ უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ფედერალური ბიურო საქმეში სრულად უნდა ჩერთოს. „მე არ მაწყობს, თუ ფედერალური ბიურო საქმეში მხოლოდ კონსულტაციების დონეზე ჩაერთვება“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს და ამ საკითხზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდეს.
რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, FBI-ს სპეციალისტები ჩაერთონ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.