დააკავეს თუ არა მინდია ლავას ოღლი?

0
ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. კანონიერი ქურდობის ბრალდებით საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, აეროპორტში შემოწმებისას მინდია გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს. სამართალდამცველები აპირებენ, რომ ოდესაში დაკავებული ე.წ.კანონიერი ქურდი, ლავასოღლი უკან, მინსკში გაამგზავრონ, თუმცა ის ვენების გადაჭრით იმუქრება. ლავასოღლის დაკავებას ადასტურებს მისი ადვოკატი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისივე ინფორმაციით, ის აღარ იმყოფება ბელარუსის საპატიმროში და მისი დაკავების შემდეგ უკრაინაში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. ლავასოღლის ბელარუსში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 2018 წლის ივლისში, დაუსწრებლად შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ კრიმინალურ სამყაროში „ლავას ოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი 1981 წელს ბათუმში დაიბადა. მანამ, სანამ მინდია გორაძე კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, ის ჭიდაობით იყო დაკავებული. პირველად 2006 წელს დააკავეს, სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. 2013 წლიდან კი, მას ე.წ "კანონიერი ქურდის" ტიტულით იცნობენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში
0