თვეების შემდეგ პირველად, აჭარაში კოვიდის 100 - მდე შემთხვევა დაფიქსირდა

Batumi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე რეგიონში Сovid-19 28 664 -მა მოქალაქემ დაამარცხა. გასულ დღეს კლინიკა 56-მა პაციენტმა დატოვა. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობას 747 პირი აგრძელებს, მათგან მძიმეა 133 პაციენტი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 40 მოქალაქეა. რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, აქ 800 პირი რჩება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში თვითიზოლაციაში 5187 მოქალაქე რჩება ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში