ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აუქმებს ბოლო ვიზიტს უცხოეთში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი, ბოლო მნიშვნელოვანი დიპლომატიური ვიზიტი უცხოეთში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 იანვარს გამოაცხადა, რომ გაუქმდა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში და მეზობელ ლუქსემბურგში, რათა მხარდაჭერა გაეწიოს "მშვიდ და მოწესრიგებულ ტრანზიციის პროცესს" შემდეგი ადმინისტრაციისთვის.
არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოვალეობის შესრულებას 20 იანვარს დაიწყებს.
პომპეოს ვიზიტის ფონია ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობა, იმ როლისთვის, რომელიც მან შეასრულა მისი მომხრეების მხრიდან 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მიტანილ ძალადობრივ იერიშში.
წარმომადგენელთა პალატა 13 იანვარს გეგმავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31044689.html
#ახალი_ამბები
#twitter