ტრამპი: კორონავირუსი პერლ-ჰარბორის თავდასხმაზე და 11 სექტემბრის ტერაქტზე უარესი მოვლენაა

Headline

შეერთებული შტატებისთვის COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისი ბევრად უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე პერლ-ჰარბორზე განხორციელებული თავდასხმა, ან 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტი იყო. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე, ყველაზე ნეგატიური მოვლენის წინაშე ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის მიხედვით კვლავ ლიდერობს. ამ სახელმწიფოში, COVID-19-ით დავადებულთა საერთო რაოდენობა 1,2 მლნ. ადამიანს უტოლდება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #coronavirus #USA #pandemic #headline