დღეს ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული შეიყვანეს

0
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალბატონი შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, აქ კი ბათუმის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 7 პაციენტი გადის.
#კორონავირუსი
#kutaisidaily
#ახალიამბები
0