განხეთქილება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში
Sokhumi Daily
სოციალური ქსელების მეშვეოით გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტმა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერტიკალში რუსეთთან ჰარმონიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ იჩინა თავი, ახალი მიმართულება ჰპოვა.
ცნობილი ხდება, რომ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის თანაშემწე სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში - რენატ ქარჩავა გადადგა. გადადგომის მიზეზად საკვანძო საკითხებში ე.წ, პრეზიდენტთან სრული უთანხმოება და ე.წ. ჰარმონიზაციის შესახებ შეთანხმებაა, რომელიც რუსეთს ხელფეხს უხსნის აფხაზეთის ტერიტორიაზე მისთვის ხელსაყრელი ბიზნესის, მათ შორის, კრიპტოვალუტის საწარმოებლად.
ინფორმაცია დახურულ ჯგუფებში გავრცელდა, თუმცა, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა