ზუგდიდის თეატრმა პრემიერა ღია ცის ქევშ - ბოტანიკურ ბაღში გამართა.
Zugdidi Daily
5 თვიანი პაუზის შემდეგ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა პრემიერა ღია ცის ქევშ, ბოტანიკურ ბაღში გამართა. სპექტაკლი გიორგი ლეონიძის მოთხრობის “მარიტას” მიხედვით წარადგინეს.
წარმოდგენა თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზით დაიდგა.
რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
"ვთვლი რომ სწორედ თეატრის დანიშნულებაც ეს არის რომ ამ სიტუაციიდან გამოიყვანოს მაყურებელი, დაეხმაროს ადაპტაციასა და რეაბილიტაციაში, და ჯერ კიდევ შეზღუდვების პირობებში რაკი მუშობს თეატრი და გარკვეულ რეგულაციებს იცავს სწორედ ეს სივრცე შეირჩა და ვფიქრობ რომ მოიხდინა სპექტაკლმა."
არახელსაყრელი ამინდის მიუხედავად, სპექტაკლს საკმარისად ბევრი მაყურებელი დაესწრო.
ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზია :
"ყოველთვის ვიცოდი, რომ ზუგდიდის თეატრს მაყურებელი ჰყავდა და ძალიან ბედიერი ვარ ამითი იმიტომ შედეგი არის ძალიან პოზიტიური.წვიმის მიუხედავად მაყურებელი
მოვიდა და ბოლომდე დარჩა."
ზუგდიდის თეატრი კიდევ ერთი სპექტაკლის გამართვას ანაკლიის ამფითეატრში გეგმავს, შემდეგ კი ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ.
#ზუგდიდი #თეატრი #წარმოდგენა #სპექტაკლი #ბოტანიკურიბაღი #ანაკლია #ამფითეატრი #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com