მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან covi19-თან გამარჯვებად - ირაკლი ჩიქოვანი
Tbilisi Daily
პრემიერ-მინისტრის პრესპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა აღიქვან.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა გააზრებულად უნდა გამოიყენონ.
„ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც covi19-თან გამარჯვება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველყვოთ მაქსიმალური სიფრთილხე იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გავრცელდეს covid19“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
#ირაკლიჩიქოვანი
#კორონავირუსი
#შეზღუდვები
#tbilisidaily