კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმზე შტურმი წააქეზა.
„ის, რაც 6 იანვარს ვაშინგტონში ვიხილეთ, პრეზიდენტ ტრამპისა და სხვა პოლიტიკოსების წაქეზებით მეამბოხეების დემოკრატიაზე თავდასხმა იყო. ჩვენს საზოგადოებებში ძალადობის ადგილი არ არის და ექსტრემისტები წარმატებას ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა ჯასტინ ტრუდომ.
6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.