ბათუმის საკალათბურთო კლუბმა "მგზავრები" დაამარცხა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრაში 'მგზავრებმა' ოლიმპიურ სასახლეში 'ბათუმი' მიიღო და 11 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 'ბათუმმა' 74:64 მოიგო.შესვენებაზე 'მგზავრები' 17 ქულით 41:24-ს იგებდნენ, თუმცა კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმის საკალათბურთო გუნდა ბოლო ორი პერიოდი შესანიშნავად ითამაშა და მნიშვნელოვანი მოგება ჩაიწერა.
აჭარლებს 13 ქულით, 15 მოხსნითა და 8 პასით ნიკოლა ვუიოვიჩმა ულიდერა. 17 ქულა და 5 პასი ანტუან ჯონსონმა მიითვალა, ბექა ბექაურის ანგარიშზე 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
ამ დღისთვის 'ბათუმი' 19 ქულით, 'ცხუმ-აფხაზეთთან და 'კაკტუსთან' 5-6-7 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში 7 მარტს ბათუმის საკალათბურთო გუნდი საკუთარ კედლებში 'კაკტუსს' მიიღებს.