ზუგდიდში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

Zugdidi Daily

ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 79 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია და ის რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. ინფორმაციისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 213 ადამიანი მკურნალობს. მათგან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით დაინფიცირდა 138 ადამიანია, 375 პირი კი გამოჯანმრთელდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #zugdididaily