საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
Pirveliradio Ge
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 963 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 841 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 3903 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 202.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=146930
#ახალიამბები