ბათუმის ბულვარში არსებული შეზღუდვები 29 ივნისს მოიხსნება
Tbilisi Daily
ბათუმის ბულვარში პანდემიის და საგანგებო მდგომარეობოს პირობებში ყოველთვის იყო უჩვეულო ხალხმრავლობა. სასეირნო ბილიკები დღესაც სავსეა. მოსეირნეები სოციალური დისტანციის დაცვას ყურადღებას არ აქცევენ და მათი მცირე ნაწილი არც ბულვარში არსებულ აკრძალვას ემორჩილება.
აქ საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა ამ დრომდე აკრძალულია. აღნიშნული ადგილები სპეციალური ლენტებითაა შემოსაზღვრული და გაკრულია განცხადებაც, თუმცა შეზღუდვის მიუხედავად მოქალაქეები ლენტს მიღმა გადადიან და მაინც ვარჯიშობენ.
ბულვარის ადმინისტრაცია მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება და არცერთი პირი არ დაუჯარიმებიათ. აქ ამბობენ, რომ
დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ აქვს. მაკონტროლებლები მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევენ და ისინიც ტერიტორიას ტოვებენ.
ბულვარში არსებული ატრაქციონების გახსნა 29 ივნისამდე არ იგეგმება, თუმცა, შესაძლებელია, თარიღი შეიცვალოს.