საქართველომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო

Tbilisi Daily

მას შემ­დეგ, რაც გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 3 443 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლიო რუ­კა­ზე ჩი­ნეთს გა­და­უს­წრო. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში 62-ე ად­გილ­ზე, ხოლო ჩი­ნე­თი 65-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა. გარ­და ჩი­ნე­თი­სა, სა­ქარ­თვე­ლომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დეგ გა­უს­წრო სლო­ვა­კეთ­სა და ხორ­ვა­ტი­ა­საც.ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან ამ დრომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ-19-ის 89 443 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 815 ადა­მი­ა­ნი, 71 468 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 17 112 შემ­თხვე­ვა აქ­ტი­უ­რია.ჩი­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ 86 369 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ შო­რის გარ­და­იც­ვა­ლა 4 634 პა­ცი­ენ­ტი, 81 411 კი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ამ­ჟა­მად ჩი­ნეთ­ში ვირუ­სის 324 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ამ დრო­ის­თვის გა­მოვ­ლე­ნი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 55.9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის 1,3 მი­ლი­ო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 38,9 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი - 11,9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა ინ­დო­ე­თი - 8,9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა ბრა­ზი­ლია - 5,9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა საფ­რან­გე­თი - 2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა რუ­სე­თი - 1,9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა ეს­პა­ნე­თი - 1,5 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თი - 1,4 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა არ­გენ­ტი­ნა - 1,3 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა იტა­ლია - 1,2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა კო­ლუმ­ბია - 1,2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ერთი წლის წინ ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც მალე მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და.