მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების გადასროლის პროცესი მიმდინარეობს
Interworld
ა.წ. 10 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის განთავსება დაიწყო. სომხეთის რესპუბლიკაში უკვე ჩაფრინდა 20 ერთეული Ilyushin Il-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც 400-ზე მეტი რუსი სამშვიდობო ჩაიყვანა და ასევე ჯავშანტექნიკა, ჯავშანტრანსპორტიორები და შესაბამისი საკომუნიკაციო მოწყობილობები ჩაიტანა შემდგომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში გადასასროლად.
მოცემულ ძალებს დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორების პროცესის უზრუნველყოფა მოუწევთ და ისინი ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში შეთანხმებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებზე განლაგდებიან.
რუსი მშვიდობისმყოფელების ძირითად ბირთვს მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის დანაყოფები წარმოადგენენ.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Russia #Armenia #Nagorno #Karabakh #peace #deal #interworld