ნოემბრის შუა რიცხვებში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3-4 ათას მიაღწევს?

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდემიოლოგების პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს ვარაუდობენ. „ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნიზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, ბოლო დღეებში 8-9 ათასი ტესტი ტარდება.