კორონავირუსი “თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

რუსთავში, კორონავირუსი ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ ,,თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს დაუდასტურდა. როგორც გუნდის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ განაცხადა, კორონავირუსი ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 5 მომღერალს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 16 გახდა. ,,დღის მეორე ნახევარში ველოდებით კიდევ რამდენიმე ტესტის პასუხს. ინფიცირებულები კოვიდმიმღებ კლინიკაში არიან გადაყვანილი, გუნდის დანარჩენი წევრები და მათი კონტაქტები კი ამ დროისათვის კარანტინში და თვითიზოლაციაში ვრჩებით“, - განაცხადა თამარ ბუაძემ.