„ხეს მოხვეული“ ( Tree Hugger )
🌳ტერმინის „ხეს მოხვეული“-ს წარმოშობა.
პირველი „ხეს შემოხვეულები“ იყვნენ 295 მამაკაცი და 69 ქალი, რომლებიც ინდუიზმის ერთ-ერთ განხრას ბიშნოისს მიეკუთვნებოდნენ. 1730 წელს ისინი შეეწირნენ საკუთარ სოფელში არსებული ხეების დაცვას, რათა არ მომხდარიყო ამ ხეების ნედლ მასალად გამოყენება სასახლის მშენებლობისთვის. ისინი, ფაქტიურად, ხეებს იყვნენ შემოხვეულები, მაშინ როდესაც მეტყევეები მათ სასიკვდილოდ უსწორდებოდნენ. თუმცა, მათი ასეთი საქციელი სამეფო ბრძანებულების გამოცემის საწინდარი გახდა, რომელიც კრძალავდა ხეების მოჭრას ბიშნოის ნებისმიერ სოფელში. ახლა ეს სოფლები ვირტუალური ტყის ოაზისებია, გარშემორტყმული უდაბნოს ლანდშაფტის ფონზე.
🌳მოგვიანებით, ბიშნოელების ამბავი გახდა ჩიპკოს მოძრაობის შთაგონების წყარო (ჩიპკო ნიშნავს „მიჯაჭვებას“ ინდურ ენაზე), რომელიც 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ინდოეთის ჩრდილოეთით ჰიმალაის მთებში მხოვრებმა გლეხის ქალებმა ხელები შემოხვიეს იმ ხეებს, რომლებიც მოსაჭრელად იყო გამიზნული. ეს ტაქტიკა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ხის სატიაგრაჰა, რამდენიმე წელიწადში მთელს ინდოეთს მოედო. ამან საბოლოოდ სატყეო დარგში რეფორმების იძულებით გატარება გამოიწვია და გამოცხადდა მორატორიუმი ჰიმალაის რეგიონებში ხის მოჭრაზე.
🌳ფოტო: ჩიპკოს მოძრაობის სოფლის ქალები 70-იანი წლების დასაწყისში ინდოეთის გარჰვალ ჰილსში, იცავდნენ ხეებს მოჭრისგან. - ავანგარდენსი