გახარია: მადლობა ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს

Tbilisi Daily

ლუგარის ცენტრს და მის თანამშრომლებს მინდა, მადლობა გადავუხადო - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. „ლუგარის ცენტრს და მის თანამშრომლებს მინდა, მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში შრომობს და მექნება კიდევ შესაძლებლობა, მოვყვე, რას აკეთებს იმისთვის, რომ ერთი ინფიცირებულის ასობით კავშირი გამოავლინოს, მერე ამ ადამიანებთან მივიდნენ, იმუშაონ, ეს ადამიანები დაარწმუნონ, რომ საჭიროა, მათი ტესტირება და კიდევ ბევრი რამა.. არ შეგვეშალოს კიდევ ის, რას ნიშნავს 75 ტესტიდან ერთ დღეში საშუალოდ 2500 ტესტის რაოდენობაზე ასვლა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.