რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოში
Tbilisi Daily
საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი,2020 წლის II კვარტალში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით(29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი.
საანაგრიშო პერიოდში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების
შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში.
საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით შემცირდა 14.7%-ით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6%-ით); მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5%-ით);