ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

Tbilisi Daily

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად სარეპატრიაციო რეისების მეორე ეტაპი იწყება. ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინო ზონაში გადანაწილდებიან. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ივლისის განმავლობაში ფრენა ასევე დაგეგმილია ბარსელონის, რომის, პარიზის და ათენის მიმართულებით.