აფხაზეთში რუსეთის მოქალაქემ სამთო აღჭურვილობის უკანონო შეტანა სცადა

Sokhumi Daily

რუსეთის მოქალაქემ ოკუპირებულ აფხაზეთში სამთო აღჭურვილობის უკანონოდ შეტანა სცადა. რუსეთის სახელმწიფო საბაჟოს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქემ აფხაზეთში ტექნიკის შეტანის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად სცადა შესვლა. "საბაჟოს თანამშრომლებმა მანქანის შემოწმების დროს, სალონში და საბარგულის განყოფილებაში კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი მოწყობილობა იპოვეს" - წერია განცხადებაში. 2020 წლის 21 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების ზომების შესახებ, რომლის თანახმად, 21 ოქტომბერს ოკუპირებულ აფხაზეთში შემოიღეს კრიპტოვალუტის წარმოების ტექნიკის იმპორტის ორთვიანი აკრძალვა. ამ განკარგულების თანახმად, არაუგვიანეს 7 ნოემბრისა, კრიპტოვალუტის მოპოვებით დაკავებულ მეწარმეებს დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროდან უნდა მიეღოთ ამონაწერი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციის რეესტრში შეტანის ფაქტს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 10 ნოემბრის მდგომარეობით, დეპარტამენტმა რეესტრში შეიტანა კრიპტოვალუტის მოპოვების 65 კომპანია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა