სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება და ზიარება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას — კვირიკაშვილი

On.ge

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ხალხმრავალი წირვები და საერთო კოვზით ზიარების წესის შენარჩუნება "უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა". ის არ საუბრობს ვირუსის გავრცელების რისკზე ან საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვის დარღვევაზე და ამბობს, რომ ეს "პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას". "მსურს, გამოვეხმაურო სააღგდომო ლიტურგიის თაობაზე მიმდინარე პოლემიკას და გამოვხატო ჩემი პოზიცია, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ერთის მხრივ, ეკლესიის მსახურთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს საზოგადოების წარმომადგენელთა აზრი. პირველ რიგში, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც. ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას". #news #politics https://on.ge/story/54162-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98