რატომ უნდა ყოფილიყო მედეას ძეგლი ბათუმის ნაცვლად ქუთაისში ? - დათო ტურაშვილის ქუთაისი

0
მწერალ დათო ტურაშვილს გადაცემაში „შუა დღის შოუ" ქუთაისი და ქუთაისელები არაერთხელ უხსენებია. ამ ბლოგში გთავაზობთ ნაწყვეტს გადაცემიდან, სადაც ის ამ ქალაქის მთავარი ღირსების შესახებ საუბრობს და ახალ საკითხს ჭრის. მისი თქმით, მედეა ქუთაისს ეკუთვნის და არა ბათუმს. აი, რატომ: "ქუთაისი ჩვენთვისაა ძალიან უცნობი ქალაქი. იმის გამო, რომ საუკუნის დასაწყისში ქუთაისიდან მოხდა ძალიან დიდი მიგრაცია, ამისათვის მადლობა უნდა ვუთხრათ ქუთაისელებს, რომლებმაც კულტურის ცენტრი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანეს. სამაგიეროდ, თავად ქუთაისი დაზარალდა. მერე კომუნისტების პერიოდში ცდილობდნენ, რომ ინდუსტრიულ ცენტრად ექციათ, მაგრამ შედეგად დაგვრჩა საბჭოური არქიტექტურა, რომელიც იქ არსებობს. ჰოდა, ქუთაისისგან რომ ინდუსტრიის მშენებელი არ გამოვიდოდა, ხომ იცოდნენ? ჰოდა, ძალიან მიხარია, რომ ქუთაისი იბრუნებს თავის ძველ დიდებას. ანტიკური წყაროები, პროკოფი კესარიელი და სხვები წერენ მასზე, ესაა ქალაქი, სადაც არგონავტები ჩავიდნენ. ზუსტად ეს ქალაქი იყო და ამიტომ ძალიან მიკვირს, რა უნდოდა მედეას ძეგლს ბათუმში. ბათუმში პორტია და ისედაც განვითარდება. ასეთი ბრენდი გაქვს და განვითარება უნდა: დადგი მედეას ძეგლი ქუთაისში! უცხოელები რომ იკითხავენ, რა ქალაქიაო, - ესაა მედეა-კოლხის ქალაქი, მამამისი აქ ცხოვრობდა, რეზიდენცია აქ ჰქონდა. ბათუმში რა უნდოდა მედეა-კოლხის ძეგლს?", - თქვა მან.
#ქუთაისისისტორია
#კოლხიმედეა
#kutaisidaily
#ხელოვნება
#მოგზაურობა
0