კონტროლი სოც.მედიაზე თურქეთში

Middleeast Report

თურქეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სოც. მედიას დაარეგულირებს და რომელიც, ხელს შეუწყობს ცენზურის ზრდას და დაეხმარება ხელისუფლებას, ჩაახშოს კრიტიკული და განსხვავებული აზროვნება/შეხედულებები. ამის შესახებ ინფორმაციას. მათი ცნობით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის AKP პარტიამ, რომელიც მოკავშირე ნაციონალისტურ MHP პარტიასთან ერთად უმრავლესობას ფლობს საკანონმდებლო ორგანოში. კანონი მოითხოვს რომ, უცხოურმა სოც. მედიის და სხვადასხვა პლათფორმებმა თურქეთში წარმომადგენლები დანიშნონ, რათა მათ ის საკითხები გადაწყვიტონ, რაც ხელისუფლების მიერ შინაარსთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხება. კანონში ასევე მითითებულია იმ მასალების წაშლის ვადები, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი რეგულაციებით შესაძლოა, კომპანიებს ჯარიმები დაეკისროთ, დაებლოკოთ რეკლამები, ან შეეზღუდოთ წვდომა თავიანთ საიტებზე. მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავარი მედიასაშუალებები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა, მოსახლეობა კრიტიკული ხმის გასაჟღერებლად სოციალურ მედიაზე, შედარებით მცირე ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტოებსა და დამოუკიდებელ გამოცემებზე გადავიდა. ქვეყნის პრეზიდენტს არაერთხელ გაუკრიტიკებია სოციალური მედია. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მედია სივრცეში "ამორალური ქმედებების" ზრდა რეგულაციების ნაკლებობით იყო განპირობებული. შეზღუდვები ასევე ნეტფლიქს შეეხება. #ახალიამბები #ახლოაღმოსავლეთი #თურქეთი #მედია #პოლიტიკა #turkey #middleeast #news #politics #social #media #facebook #twitter #netflix