პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს დაითხოვს

Tbilisi Daily

2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია Disney 32 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებში დასაქმებულებს შეეხება. ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.