საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 26 სექტემბრის მონაცემებით, ვირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 1819--მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. https://www.radiotavisupleba.ge/a/30858986.html #ახალი_ამბები #twitter