პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

Tbilisi Daily

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის თაობაზე დაამტკიცა. 2 ივლისს ფრანგული მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუს დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ცვლილებები და გარდაქმნა სჭირდება, რასაც უკვე ახალი გუნდი განახორციელებს