რა აკავშირებს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს რუსეთთან
Tbilisi Daily
„მთავარი არხის“ სამიზნე ამჯერად დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეა.
საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზი 2016 წლიდან მუშაობს. 2019 წლამდე სოციალური პრობლემების კვლევით იყო დაკავებული. 2019 წლიდან, კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. „მთავარი არხის“ მიერ დეკანოზის ცხოვრებით დაინტერესება დროში საეჭვოდ დაემთხვა დავით გარეჯის თემაზე მის აქტიურობას.
არხის მიერ გაავრცელებული ცრუ ვერსიით, დეკანოზ ანდრიას, ერისკაცობაში ზვიად ჯაღმაიძეს, თითქოს ყაჩაღური თავდასხმისას მოქალაქე შემოაკვდა. ამის შემდეგ, კი მოსკოვში წავიდა.
მამა ანდრიამ თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი 1993 წელს დაამთავრა. ამავე წელს ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგში წავიდა და იქ ბიზნესით დაკავდა.
თუ რა აკავშირებს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს რუსეთთან, ამას დეტალურად „იმედის კვირის“ სიუჟეტში ნახავთ.