აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას 7 სექტემბრიდან განაახლებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, ტელევიზია მაუწყებლობას 7 სექტემბრიდან განაახლებს. მან თქვა, რომ "თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს".
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა 5 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას შემდეგ ტესტირება გაიარა ტელევიზიისა და რადიოს 149 თანამშრომელმა. ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30823706.html
#ახალი_ამბები
#twitter