საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 34-ით გაიზარდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141749 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 34-ით გაიზარდა და მთლიანობაში 370 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5 079 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 558 პირია. 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.