კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 1104-ის მდგომარეობა მძიმეა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, ამ ეტაპზე მძიმეა 1104 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. მათგან 511 თბილისში მკურნალობს, 138 აჭარაში, ხოლო 254 იმერეთში.
საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4599.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31009888.html
#ახალი_ამბები
#twitter